ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები გაათავისუფლეს.
ორივე მათგანი 11 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
ჯარიმის სახით 2 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა ზაუტაშვილები ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.