საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი სპეცრეისებიდან 3 უკვე შესრულდა.
კერძოდ, რეისები განხორციელდა - ბერლინიდან, საბერძნეთიდან და ვენიდან. გარდა ამისა, მთავრობის მიერ დაანონსებული გრაფიკით, დარჩენილია შემდეგ მიმართულებებზე რეისების განხორციელება:
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია „საქართველოს ავიახაზები“ განახორციელებს მის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისს თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.