logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ინგლისელი და რუსი გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
- +

15 ივნისი. 2016. 11:14


საფრანგეთის ქალაქ ლილში ფეხბურთის რუსი და ინგლისელი გულშემატკივრები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება, რომელიც სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და  ჩხუბში გადაიზარდა, ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. ვითარების დარეგულირება მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჩხუბის დროს დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე.



11 ივნისს ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკების გამო უეფა-მ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 150 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამასთან უეფა-მ დაადგინა, რომ თუ რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა გამეორდება, რუსეთის ნაკრები ევრო-2016-ს გამოეთიშება.



დღეს საფრანგეთის ქალაქ ლილში სლოვაკეთისა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner