logo_geo
eng_logo
ჯანმრთელობისთვის საშიში ნახევარფაბრიკატების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს
- +

15 ივნისი. 2016. 11:15


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, შპს „ფასანაური 2010"-ის დირექტორი იაგო ბიჩინაშვილი და ი/მ „თეონა ბუხრაძის" ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბუთხუზი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.



საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სანიტარიული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისათვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების - კატლეტის, აფხაზურას, ხინკლის, ტოლმის, ბლინის, ფარშისა და ქაბაბის დამზადებას და შემდგომში მათ რეალიზაციას.



აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლებით, რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner