დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კორონავირუსით ინფიცირებულია. ამის შესახებ თვითონ ჯონსონმა განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მას COVID-19-ის სუსტი სიმპტომები აქვს. ამიტომ იზოლაციაში იქნება თავის რეზიდენციაში დაუნინგ-სტრიტის 10-ში, თუმცა, გააგრძელებს ქვეყნის ხელმძღვანელობას.