logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენში რომ დარჩეს, „Check in Georgia“-საც მე ვაფინანსებ
- +

15 ივნისი. 2016. 11:48


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა „Check in Georgia"-ს ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებს ფონდი „ქართუ" აფინანსებს.


მაგასაც მე ვაფინანსებ, ჩვენში რომ დარჩეს. ის მილიონები და 20 მილიონი რაც არის, ქართუ ფონდიდან" იქნება დაფინანსებული და ბიუჯეტიდან ცალკე სახსრები იქნება გამოყოფილი. ვფიქრობ, როგორც კულტურის სამინისტროს, ისე მთავრობას აქვს ძალიან სწორი სტრატეგია. ნუ დაახურდავებთ ისე, რომ კონცერტებზეა ეს ყველაფერი დაფუძნებული", - განაცხადა ივანიშვილმა.


„Check in Georgia" საქართველოს მთავრობის ინიციატივით აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს და მისი ბიუჯეტი 29 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 3 გრანდიოზული კონცერტი - ეროს რამაზოტის, რობი უილიამსისა და ჯგუფ „Maroon 5"-ის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner