გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაზიერმა გერმანულ გამოცემა „Rheinsche Post"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიაში ტერაქტების საფრთხე გაიზარდა და მოსახლეობას ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არა მხოლოდ ერთეული ტერაქტებისთვის, არამედ თავდასხმების ისეთი სერიებისთვის, როგორიც განხორციელდა პარიზში, ასევე საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული ტერაქტებისთვის.
მოსახლეობამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს, როდესაც საქმე ეხება ოჯახის წევრების, მეზობლებისა ან მეგობრების რადიკალიზაციას.
ეს უნდა გახდეს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. ხელისუფლებისთვის მიწოდებული ამგვარი ინფორმაცია აუცილებელია ტერაქტების აღსაკვეთად", - განაცხადა ტომას დე მაზიერმა.