logo_geo
eng_logo
ამერიკა სამედიცინო პერსონალს სამუშაოდ იწვევს და ვიზის გაცემის პირობებს აახლებს
- +

28 მარტი. 2020. 00:25

 

 

ამერიკის მთავრობა სამუშაოდ იწვევს სამედიცინო პერსონალს და ვიზის გაცემის პირობებს აახლებს (H და J Visas). ამის შესახებ ინფორმაციას travel.state.gov-ი ავრცელებს.

 

 

„ჩვენ მოვუწოდებთ სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ინფექციური დაავადებების მართვის ან COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება აქვთ და ამასთანავე გააჩნიათ სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმუშაონ, დაუყოვნებლივ მიმართონ აშშ-ს უახლოეს საელჩოს და მოითხოვონ ვიზაზე გასაუბრება",- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ამავდროულად, აშშ ვიზის გაცემის პირობებს აახლებს იმ უცხოელი სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც უკვე შეერთებულ შტატებში არიან: J-1 ტიპის ვიზის ქონის შემთხვევაში მათი გახანგრძლივება მოხდება 1 წლიდან 7 წლამდე.

 

 

დეტალური ინფომაციისთვის გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული:

 

 

https://www.uscis.gov/visit-united-states/extend-your-stay

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner