logo_geo
eng_logo
საქართველო 215,000 სწრაფ ტესტს უხარისხობის გამო აღარ შეიძენს
- +

28 მარტი. 2020. 00:30

 

 

"ხელშეკრულება ანულირებულია,"- განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ.

 

 

ამასთან ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ფართო ტესტირება დაიწყებოდა, ამ ტესტების ხარისხი ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდებოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კი თქვა, რომ ხარისხის პრობლემის არსებობის შესახებ საქართველოს მთავრობას თავად კომპანიამ აცნობა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საკუთარ Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის ამ დრომდე არ აქვს მიღებული ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციის ლიცენზია, რათა აღნიშნული პროდუქცია გაყიდოს.

 

 

საელჩოს ეს განცხადება ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისგან შეძენილი სწრაფი ტესტების სიზუსტე დაპირებული 80%-ის ნაცვლად მხოლოდ 30%-ია.

 

 

23 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება სწორედ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება $1,182,500 დოლარი იყო.

 

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, კომპანიისთვის თანხის გადახდა არ მომხდარა. ამჟამად ჯანდაცვის უწყება სხვა კომპანიასთან აწარმოებს ტესტების შესყიდვაზე მოლაპარაკებას. ამ შემთხვევაშიც, სწრაფი ტესტების ხარისხი თავდაპირველად ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner