logo_geo
eng_logo
ჩინეთმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა
- +

28 მარტი. 2020. 01:06

 

 

ჩინეთმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გადაწყვეტილება ეხება ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს. ამის მიზეზი ახალი ტიპის კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების ზრდაა.

 

 

ჩინეთში, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. გასულ 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 81 340 ინფიცირებულიდან 74 588 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 292 გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner