logo_geo
eng_logo
რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს
- +

28 მარტი. 2020. 01:48

 

 

რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს.  „ქალაქსა და ქვეყნიერებას“ – ასე ჰქვია პაპი ფრანცისკეს საგანგებო მიმართვას, რომელიც პაპმა კრიზისთან დაკავშირებით დანიშნა.

 

 

პაპის თქმით, კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია.

 

 

„ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა“,- აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.

 

 

პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, მაღაზიების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მოხალისეებს და თქვა, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ახლა ჩვენს ბედს.

 

 

„ურბი ეტ ორბი“ – ამ მიმართვას როგორც წესი ათასობით ადამიანი ესწრება ყოველწლიურად, მაგრამ წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხი არ დგას.

 

 

ცერემონიის ტრანსლაცია ვატიკანის ტელევიზიის საშუალებით ხდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner