რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს. „ქალაქსა და ქვეყნიერებას“ – ასე ჰქვია პაპი ფრანცისკეს საგანგებო მიმართვას, რომელიც პაპმა კრიზისთან დაკავშირებით დანიშნა.
პაპის თქმით, კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია.
„ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა“,- აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.
პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, მაღაზიების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მოხალისეებს და თქვა, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ახლა ჩვენს ბედს.
„ურბი ეტ ორბი“ – ამ მიმართვას როგორც წესი ათასობით ადამიანი ესწრება ყოველწლიურად, მაგრამ წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხი არ დგას.
ცერემონიის ტრანსლაცია ვატიკანის ტელევიზიის საშუალებით ხდება.