საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 299 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ19“- ით 1195 ადამიანია დაღუპული.
გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში საავადმყოფოებში გარდაცვალების შემთხვევებია ასახული. ჯერ მოხუცთა თავშესაფრების მონაცემები ცნობილი არ არის. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 32 964-მდე გაიზარდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა.