logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 299 ადამიანი დაიღუპა
- +

28 მარტი. 2020. 01:49

 

 

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 299 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ19“- ით 1195  ადამიანია დაღუპული.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში საავადმყოფოებში გარდაცვალების შემთხვევებია ასახული. ჯერ მოხუცთა თავშესაფრების მონაცემები ცნობილი არ არის. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 32 964-მდე გაიზარდა.

 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner