logo_geo
eng_logo
102 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
- +

28 მარტი. 2020. 10:02

 

იტალიაში, ქალაქ გენუაში, 102 წლის იტალიკა გრონდონა, რომელმაც 20 დრე საავადმყოფოში გაატარა, კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ, ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით, CNN იუწყება.

 

„ჩვენ მას „უკვდავი“ შევარქვით. იტალიკამ ყველა ასაკოვან ინფიცირებულს იმედი ჩაუსახა“, - აცხადებს ექიმი ვერა სიკბალდი, რომელიც გრონდონას მკურნალობდა.

 

ექიმები იმდენად განაცვიფრა ამ შემთხვევამ, რომ უფრო დაწვრილებით გამოკვლევა გადაწყვიტეს.

 

„კვლევის შედეგების მიხედვით, გრონდონა ჩვენთვის ნაცნობი პირველი პაციენტია, რომელმაც სავარაუდოდ „ესპანური გრიპიც“ გადაიტანა, ვინაიდან ის 1917 წელს არის დაბადებული“, - აცხადებს სიკბალდი, გულისხმობს რა 1918-19 წლების გრიპის პანდემიას, რომელმაც მთელ მსოფლიოში 50-100 მლნ ადამიანი იმსხვერპლა.

 

იტალიკა გრონდონამ კლინიკა უკვე დატოვა და თავშესაფარში იმყოფება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner