კორონავირუსის გავრცელების ცენტრმა ევროპიდან უკვე აშშ-ში გადაინაცვლა, სადაც ინფიცირების 18 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის აშშ-ში ინფიცირების 104 686 შემთხვევაა დადასტურებული.
თუ სხვა ქვეყნებში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აღემატება გარდაცვლილთა რაოდენობას, აშშ-ში ჯერჯერობით საპირისპირო სურათია - 894 გამოჯანმრთელებული და 1707 გარდაცვლილი.