logo_geo
eng_logo
გია ბურჯანაძე: სასაცილო იყო, როგორც ჩატარდა საგარეჯოს არჩევნები...
- +

29 თებერვალი. 2016. 16:49


უნდა შეიჩეროს თუ არა უფლებამოსილება თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების საქმის გამოძიების დასრულებამდე? - ამ კითხვას მსახიობი გია ბურჯანაძე პასუხობს:


„უნდაზეა საუბარი?! საერთოდ, ყველა არჩევნების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, რადგან ქვეყანაში არ არსებობს არც საარჩევნო კანონმდებლობა და არც საარჩევნო სისტემა. სიმართლე გითხრათ, სასაცილო იყო, როგორც ჩატარდა საგარეჯოს არჩევნები... რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისთვის არავის მოუთხოვია უფლებამოსილების შეჩერება და თავისი სურვილით რატომ შეიჩერებს?! მე საერთოდაც ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. მანამდე მოამზადონ ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობა, ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები და მერე წავიდნენ. მე თუ მკითხავთ, ასეა სწორი!" - განუცხადა „რეპორტიორს" გია ბურჯანაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner