logo_geo
eng_logo
„ვინმე წარმოიდგენდა, რომ ჩემი დიდების მქონე მსახიობი უმუშევარი იქნებოდა?“ -რას წერდა ნატო ვაჩნაძე ერთ-ერთ წერილში
- +

15 ივნისი. 2016. 12:26


მსახიობ ნატო ვაჩნაძის შესახებ გაზეთი„ასავალი-დასავალი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს საგაზეთო პუბლიკაციიდან:


„საინტერესო დამთხვევაა: მიხეილ ბულგაკოვი და ნატო ვაჩნაძე - ორივე 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი - 1940 წლის 10 მარტს, მეორე - 13 წლის შემდეგ, 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე. საგულისხმოა ისიც, რომ ნატო ვაჩნაძის კინოკარიერამ სწორედ 1940 წლიდან, ბულგაკოვის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო დაღმასვლა, რეჟისორები მას კინოში აღარ იწვევდნენ, 1940 წლის შემდეგ ძირითადად მეორეხარისხოვანი როლები აქვს შესრულებული, ორი ფილმი კი, სადაც მთავარი როლი უნდა ეთამაშა (ერთ-ერთი გახლდათ „ნიკოლოზ ბარათაშვილი") საერთოდ მოხსნეს გადაღებიდან.

 

ნატო ვაჩნაძე ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ წერილშიც წერს: „ვინმე წარმოიდგენდა სადმე, რომ ჩემი სახელისა და დიდების მქონე მსახიობი უმუშევარი იქნებოდა? მე ამ გაუგებარ, ინტრიგანულ თამაშში ისე ვგრძნობ თავს, როგორც გალიაში გამომწყვდეული თაგვი. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ და ჩემი სამსახურის გარეშე თავი ვერც წარმომიდგენია მომავალში და არც მინდა", - წერია სტატიაში. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner