ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.
სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.
მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად გაეცნო.