NATO-მ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერებაზე გადაწყვეტილება მიიღო. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმდნენ, რომ ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში განლაგდება ოთხი მრავალეროვნული ბატალიონი. ბატალიონების გადასროლა 2017 წლის დასაწყისში იგეგმება. 800-1000 სამხედროსგან შემდგარი ბატალიონები როტაციული პრინციპით იმოქმედებენ.
აღმოსავლეთ ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, NATO დამატებით ზომებსაც მიიღებს.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღიშნული გადაწყვეტილება არის მკაფიო სიგნალი, რადგან თუ NATO-ს რომელიმე წევრზე თავდასხმა განხორციელდება, რეაგირებას მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთობლივად მოახდენს.