„საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას“, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრს საუბრობენ ჩინეთის და რუსეთის დახმარებაზე, იმას რატომ არ ამბობენ, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ იტალიას 2 მილიონი ნიღაბი და ათობით ათასი ხალათი გაუგზავნეს? ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს დასაწყისია და ჩვენ არ უნდა მოვიწამლოთ იმით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტოქეები ამბობენ“, - აღნიშნა მაკრონმა.
მისივე თქმით, ახლა, მეტი სოლიდარობაა საჭირო, რომ კონტინენტი და მსოფლიო ვირუსს გაუმკლავდეს.
„ევროპამ თავი ამაყად და ძლიერად უნდა იგრძნოს, იმიტომ რომ ეს ასეცაა. თუ ჩვენ ჩვენს სოლიდარობას ვერ გამოვხატავთ ახლა, იტალია, ესპანეთი გვეტყვიან: სად იყავით მაშინ, როცა ჩვენ ფრონტის ხაზზე ვიდექით? მე არ მინდა ასეთი ეგოისტი და დაყოფილი ევროპა“, - აღნიშნა მაკრონმა.