ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, ფედერაციის ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ინფიცირების 1264 შემთხვევაა დადასტურებული.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან მოსკოვში დაფიქსირდა 114 შემთხვევა. რუსეთის დედაქალაქში სულ 817 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 49 პაციენტი, 4 ინფიცირებული კი გარდაიცვალა,