საფრანგეთში, ქალაქ ლილში, ინგლისისა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებების გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებას ინგლისელი გულშემატკივარი ემსხვერპლა.
საფრანგეთში რუსეთის კონსულის დანიელ ბოლტაკსის ინფორმაციით, ექიმებმა 51 წლის ინგლისელი მამაკაცის თავის ტვინის სიკვდილი დაადგინეს.
საფრანგეთის პოლიცია ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებებს გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის, საფრანგეთის ქალაქ ლილში დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკების გამო, UEFA-მ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 150 ათასი ევროთი დააჯარიმა.
UEFA-ს დადგენილებით, რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობის განმეორების შემთხვევაში, რუსეთის ნაკრები ევრო-2016-ს გამოეთიშება.