logo_geo
eng_logo
„Walt Disney“-ის გასართობ პარკში ნიანგი 2 წლის ბავშვს დაესხა თავს
- +

15 ივნისი. 2016. 13:00


აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობ პარკში „Walt Disney World Resort", ნიანგი 2 წლის ბიჭს თავს დაესხა და ტბაში გაიტაცა.


პატარას გადარჩენას მშობლები ცდილობდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ბიჭუნას შველა ვერ შეძლეს.


პოლიციის ინფორმაციით, ბავშვის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი და მყვინთავები არიან ჩართულები.


თვითმხილველთა ცნობით, ნიანგის სიგრძე 2 მეტრს აღემატებოდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner