„ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ... მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უაღრესად დადებითია, რადგან მან მოგვაშორა „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.
„შედეგს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დადგა, ალბათ, თავად ბიძინაც არ ელოდა. რომ არა ციხის კადრები... ბიძინა შეგუებული იყო, რომ პარლამენტში უმცირესობით მოხვდებოდა, მაგრამ მაშინ ბრძოლაში შესვლა მისი მხრიდან ძალიან დიდი სიმამაცე იყო. არავის დავერიდები... მარგველაშვილი ჩემი შვილის ნათლიაა და როცა რამე არ მომწონს, ღიად ვუპირისპირდები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბიძინა ხალხს არ ატერორებს და ფულს არ იპარავს, ძალიან იშვიათი რამეა მთელ რეგიონში!
მთელი რეგიონი რომ დაიაროთ, ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც მმართველი ან ფულს არ იპარავდეს, ან ხალხს არ ატერორებდეს, ან ორივეს არ აკეთებს! ბიძინა ამ სიბინძურისგან შორს დგას, რაც ჩემს თვალში ძალიან დიდი პლუსია..." - აცხადებს ვასაძე.