logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: დღედაღამ ფიქრებში ვარ გამოხვეული...
- +

28 მარტი. 2020. 21:26

 

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

„დღედაღამ ფიქრებში ვარ გამოხვეული...

 

 

მინდა ეზოთერიკს ან ნუმეროლოგს ვკითხო, თვითონ თუ უფიქრიათ ამაზე, რასაც ახლა გავაჟღერებ?

 

 

მოკლედ, წუხელ „მომაფრინდა“ ეს აზრი, დიდება უფალს, მაგრამ კეთილის და ბოროტის არსებობის ნამდვილად მჯერა. ჰოდა, ანბანზე ვფიქრობდი, იმიტომ, რომ ერთ ვინმეს ისეთი საშინელება ეწერა, ვიფიქრე, სკოლა მაინც როგორ არ დაამთავრა - მეთქი და ჩვენი საყვარელი, ულამაზესი ანბანი დამიდგა თვალწინ. კორონაზე ფიქრიც ხომ სულ თან მდევს ამ პერიოდში და...

 

 

უცბად დავითვალე: სიტყვა კორონა ქართულ ვარიანტში 6 ასოსგან შედგება. მერე ეს ასოები, ექსივე, ანბანის თანმიმდევრობით გადავთვლე და აი რა მივიღე: კ - 10, ო - 17, რ - 17, ო -14, ნ - 13, ა - 1.

 

 

ახლა ესენი შევკრიბე და მივიღ 69. ასოების რაოდენობის ციფრიც რომ მივუმატოთ, მივიღებთ - 6 9 6.

 

 

არადა, ზუსტად საუკუნის წინ, 1919 წელს გაჩნდა თბილისში ე.წ. ესპანკა, შავი ჭირი და 1920 წელს კი ხოლერა.

 

 

მერე შევადარე 1919 და 2020.

 

 

ვზივარ ახლა და ვფიქრობ: ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს, რას მოგვასწავებს და როგორ უნდა გავიგოთ ეს ყოველივე?

 

 

იმასაც ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა. დავიქანცე ფიქრით და ვიდრე კიდევ რამეს გავარკვევ, დავწერე მაინც. მე რა ცოდნაც მაქვს, ესეც მეყოფა. ჩემზე მეტი ვინც იცის ამ საკითხზე, იქნებ ძალზე საინტერესო და საჭირო იყოს. რა ვიცი, გამოსავალს ვეძებ, თითქოს...“ - წერს მაია კახიძე

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner