ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“კიდევ ერთი საბოტაჟი, ლაბორატორიის პარალიზების მიზნით?
საქართველოს მთავრობა, იმოქმედეთ საგანგებო მდგომარეობის უფლებებით, შეგიძლიათ ან გაზარდოთ ვადები, ან შეიზღუდოს საჯარო ინფორმაციის გაცემა, ან უფრო მეტიც. ასევე, დაინტერესდით ადგილი ხომ არ აქვს, მიზანმიმართულ, კამპანიურ ქმედებებს? გასაჯაროვდეს ვინ და რას ითხოვს, არის თუ არა ამ მოთხოვნების აუცილებლობა არსებულ ვითარებაში?
საზოგადოების რეაქციასაც მოვითხოვ.
ეს ლაბორატორია დღეს ფრონტის წინა ხაზზეა,” - წერს ამირან სალუქვაძე