„გთხოვთ, გამიგოთ, რომ ვიწვი სირცხვილითა და უხერხულობით. ეს სიცოცხლე ღირებულა თქვენი უზომო სიყვარულისთვის", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია მაისაშვილი წერს.
მაისაშვილის თქმით, შეუძლებელია, ჩვენს ქვეყანას უჭირდეს მაშინ, როდესაც ამხელა სიყვარულის პოტენციალი გააჩნია.
„როგორც კი ფეხზე დავდგები, განახებთ, როგორ უნდა ამ დიდი სიყვარულის უკან დაბრუნება. როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანას უჭირდეს მაშინ, როცა ამხელა სიყვაულის და სიკეთის პოტენციალია?! ჩვენ ამ პოტენციალს რეალობად ვაქცევთ. მადლობა სიყვარულისთვის. ასმაგად გიბრუნებთ უკან. სადაც სიყვარულია, იქ სიძნელეები გამორიცხულია. თუნდაც უბრალო ურთიერთობას დააკვირდით, თუ ეს გენიალური ფორმულა არ მუშაობდეს", - წერს გია მაისაშვილი.