“ახალი კორონავირუსის რისკჯგუფში 60 +1 ასაკის ადამიანები ითვლებიან. განსაკუთრებით თუ ანამნეზში აქვთ არტერიული ჰიპერტენზია,” - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით ამ საკითხზე რამდენიმე სტატია უკვე გამოქვეყნდა.
„იტალიის მაგალითი გვაჩვენებს, თუ რატომ კვდებიან ხანდაზმული ადამიანები. იმიტომ რომ ისინი სვამდნენ ისეთ პრეპატარებს, რაც იწვევდა სისხლძარღვების გაფართოებას“, - აღნიშნა რატიანმა.
რატიანის განცხადებთ, ამ შემთხვევაში მთავარია დისტანციური იზოლაცია.
„კორონავირუსი არის საკმაოდ მსხვილი მოლეკულის მქონე. ეს არ არის ჰაერწვეთოვანი. ვირუსი წვეთით ვრცელდება. ამიტომ უნდა დავიცვათ დისტანცია.“