logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონოდ დააკავეს
- +

15 ივნისი. 2016. 13:40


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს.



რადგან სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მისთვის საკმარისი არ იყო მასალები, რომელიც უკავშირდება ვანო მერაბიშვილის განცხადებას, თითქოს და, მისი საკნიდან გაყვანის თაობაზე, ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს ამ ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩატარება და შედეგების სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდება უნდა დავავალოთ. შეიძლება მოხდეს ყველა მოწმის დაკითხვა და ინფორმაციის გადამოწმება. სპეკულაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლზე მითითება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრას ნიშნავს, უნდა დასრულდეს.

სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება და ამ პატიმრობის ვადის გაგრძელება კანონიერი იყო. სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონოდ დააკავეს ან ის, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner