logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - ეს არის განსხვავება უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს
- +

29 მარტი. 2020. 14:13

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე  კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში  ჩატარებულ ღონისძიებებსა  და გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - ეს არის ერთადერთი განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს. გვექნება საპოლიციო ბლოკ-პოსტები ქალაქების შესასვლელებში, რაც  ნიშნავს გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ, ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა.

 

 ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში  გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner