კომპანია Myway Airlines-ი ბულგარეთიდან საქართველოში სპეციალური რეისს 1-ელ აპრილს განახორცილებს. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რეისი ქალაქ ბურგასიდან გამოფრინდება და ბორტზე საქართველოს ასამდე მოქალაქე იქნება. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 16:30 დაეშვება.