logo_geo
eng_logo
იტალიაში კორონავირუსით კიდევ 756 ადამიანი გარდაიცვალა
- +

29 მარტი. 2020. 21:18

 

 

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 756 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 779 შეადგინა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

 

 

5 217-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. დღეისათვის ქვეყანაში Covid 19-ის 97 689 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 13 030 პაციენტი.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner