logo_geo
eng_logo
შსს-მ ე.წ. „ბიო“ ამოიღო
- +

15 თებერვალი. 2016. 10:11



შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გიორგი ქ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე დააკავეს.



სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,00779 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო" ამოიღეს.



დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner