logo_geo
eng_logo
საკრებულოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

16 თებერვალი. 2016. 14:31



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიასა და სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას" შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.


დოკუმენტს, რომელიც მიზნად დედაქალაქში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას ისახავს, კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა მოაწერეს ხელი.


მხარეების განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის სრულყოფილად დაუფლებას.


ღონისძიებას წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner