დეპუტატი ეკა ბესელია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში პოლიტიკოსების ქმედებებს აფასებს და ამბობს, რომ თუ პოლიტიკა გარკვეულ ეთიკურ წესებსა და სტანდარტებს არ დაეფუძნა, თუ პოლიტიკოსს ყველაფრის კადრება და ყველა ზღვარის გადაბიჯება ეპატიება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ქართულ პოლიტიკას.
„საარჩევნო წელია. ბუნებრივია, გამძაფრდა სხვადასხვა ჯგუფების ქმედებები... სამწუხაროდ, პოლიტიკოსების ნაწილს ჰგონია, რომ მიზანი ამართლებს ყველა საშუალებას და ფიქრობენ, რომ ღირს, ყველაფრის ფასად მიაღწიონ მიზანს.
თუ პოლიტიკა გარკვეულ ეთიკურ წესებსა და სტანდარტებს არ დაეფუძნა, თუ პოლიტიკოსს ყველაფრის კადრება და ყველა ზღვარის გადაბიჯება ეპატიება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ქართულ პოლიტიკას. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ახალი პოლიტიკური კულტურა შემოიტანა, გულწრფელობა, პირდაპირობა, წესიერება და ეს ბევრისთვის უჩვეულო აღმოჩნდა", - ამბობს ბესელია.