logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს
- +

29 მარტი. 2020. 21:42

 

 

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

 

„არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 იმყოფება, კარანტინში - 4717.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner