თენგიზ ცერცვაძე საქართველოს მთავრობის რეაგირებას კორონავირუსზე მაღალ შეფასებას აძლევს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.
„შეიძლება მიკერძოებაში ჩამომართვან, ნუ ჩამომართმევენ, იმიტომ რომ მე მთავრობის აპოლოგეტი არ ვარ საერთოდ. მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან აი ამ ბოლო დღემდე იმუშავა იდეალურთან ახლოს. მთელმა ვერტიკალმა. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა მარნეულის შემთხვევაზე. და შედეგი - მარნეულიდან გვაქვს სულ რაღაც 10 კაცის მატება, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ყოფილიყო ასეულები და ათასეულები“, - განაცხადა ცერცვაძემ.