logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ლაღი ხალხი ვართ და იტალიელებს ვგავართ ყველაზე მეტად და საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ
- +

29 მარტი. 2020. 22:46

 

 

“ჩვენ ლაღი ხალხი ვართ და იტალიელებს ვგავართ ყველაზე მეტად და საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. ინფექციური საავადმყოფოს თქმით, ის არ ელოდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ასეთ პასუხისმგებლობას გამოიჩენდა და სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა.

 

 

„მინდა ვთქვა, რომ მე ამასაც არ მოველოდი საქართველოში, რომ ჩვენი მოსახლეობა ამდენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენდა და იმ დონეზე დაიცავდა უსაფრთხოების წესებს, რა დონეზეც იცავს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. მაგრამ ვითვალისწინებთ ჩვენს ბუნებას, ჩვენ ლაღი ხალხი ვართ და იტალიელებს ვგავართ ყველაზე მეტად და საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ. უფრო სწორად, ჩვენ კი დავემსგავსეთ, მაგრამ მთავრობა არ დაემსგავსა იტალიის მთავრობას და იმ მთავრობისგან განსხვავებით, რომელმაც იგნორი გაუკეთა თავიდან ამ ინფექციას, ჩვენთან პირველი დღიდან გადაიდგა სწორი, ადეკვატური და საკმარისი ნაბიჯები, რის შედეგსაც ახლაც ჩვენც ვიმკით და იტალიაც იმკის, ეს უმშვენიერესი ქვეყანა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საფრთხე დროულად შეაფასა და რეკომენდაციებს მიჰყვა. შეზღუდვებს კი მხოლოდ მცირე ნაწილი არ ემორჩილება.

 

 

 

„მაგრამ ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ის მცირე ნაწილი მაინც მოიტანს შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას. არა ისეთ კატასტროფულ ზრდას, როგორც საფრანგეთში და იტალიაში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან, სერიოზულ ზრდას. ამიტომ, ვხედავთ, რომ საზოგადოების მეტი ნაწილის რეაქცია იყო სწორი და მოხდა ერთგვარი კონსოლიდაცია, ამ პოლარიზებულმა საზოგადოებამაც კი დროულად დადო ზავი და ყველა ერთმანეთის გვერდით დგას, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner