logo_geo
eng_logo
თამარ ივერი: მავანნი, "ბელუქსის" ძროხებივით საკუთარ დივანზე წამოწოლილნი, ვერ იტანენ ქვეყანაში ვინმეს ღვაწლს
- +

29 მარტი. 2020. 22:53

 

 

მსოფლიოს საოპერო მუსიკის ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ ივერი,  სოციალურ ქსელში ქართველ მედიკოსებს: ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძეს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს და ყველა იმ ადამიანს ექომაგება, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

 

 

"ქვეყნის საამაყო ადამიანები, რომლებიც 24/7 რეჟიმში ემსახურებიან ადამიანებს ამ უხილავი სენის დასამარცხებლად, არ უშინდებიან საკუთარი თავის დაინფიცირებასაც და საკუთარ ჯანმრთელობას, ძვირფას დროს ახმარენ ჩვენ უსაფრთხოდ ყოფას!! მაგრამ მავანნი, მაპატიეთ და "ბელუქსის" ძროხებივით საკუთარ დივანზე წამოწოლილნი, ვერ ისვენებენ და ვერ იტანენ ქვეყანაში ვინმეს ღვაწლს, პოზიტიურ იმიჯს და ცდილობენ კვლავაც ინტრიგების ჩაგდებას, წყლის ამღვრევას, ისედაც დაბნეული, დასტრესილი ხალხის ფსიქიკაზე კიდევ ნეგატიურ გავლენას და ამ ადამიანების იმიჯის შელახვას, მათ მიმართ ლაქის და ტალახის ცხებას. შორს! თქვენი ბინძური საცეცები,ინტრიგანული განცხადებები, ამ ადამიანების ბინძურ პოლიტიკაში შეთრევის და ჩირქის ცხების მცდელობა!

 

 

ხელები შორს! როგორც ამ ადამიანების, ისევე ხალხის 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მომსახურე ყოველი ადამიანის მიმართ!!!! ასეთ კრიზისულ სიტუაციებში,ხალხი ასმაგად უფრო ხედავს და გრძნობს სად შავია და სად თეთრი!!!, - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner