ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„მეგობრებო, ჩემი პროფესია შეკითხვების დასმაა – მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ღრმად მწამს, რომ ინფორმირებული საზოგადოება უფრო კარგად უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას. ამიტომაც ვარ ამ პროფესიაში. უხვადაა ისეთი მედიასაშუალება, სადაც შეკითხვებს არ სვამენ. თუ ეს მოგწონთ, პულტის მოძებნა არ გაგიჭირდებათ. სათამაშოდ არაა ამბავი. ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე – ამიტომ, იმით ვერ გავზომავ შეკითხვას, ვის გესიამოვნებათ და ვის არა“, – წერს ვახო სანაია.