logo_geo
eng_logo
მეუფე იოსები: ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, დათესეთ რამე
- +

30 მარტი. 2020. 00:54

 

 

“არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს,“ _ ამ სიტყვების მიმართა საკვირაო წირვაზე მრევლს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა.

 

 

მისივე თქმით, ხალხის 2 პროცენტი ეზიარება, ალბათ, საქართველოში, არც კი იციან რა არის ზიარება. ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში.

 

 

“ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით არ გადავა ვირუსი, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ზოგადად მე კი ვფიქრობ, რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ეხლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.“ - თქვა ქადაგების დროს მეუფე იოსებმა. 

                                                                                                   

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner