logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ჯანმოს რეკომენდაციებში ცვლილებები შევიტანეთ, რამაც საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და იტალია გარკვეულწილად დაღუპა
- +

30 მარტი. 2020. 01:46

 

 

"ჯანმოს რეკომენდაციებში ცვლილებები შევიტანეთ, რამაც საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და იტალია გარკვეულწილად დაღუპა," - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში “რა დროს ძილია” განაცხადა.


„ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით.
ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო. იქ ეწერა, რომ, საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი რისკის ქვეყანაში, ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან.

 


ჩვენ ჩვენი დაკვირვებით ვნახეთ, მსოფლიო გამოცდილებით რომ პაციენტების ნაწილი საერთოდ უსიმპტომოდ მიდის და ეს 38 ტემპერატურა არც თუ ისე ხშირია. და შევცვალეთ ეს პირველი პუნქტი შევცვალეთ და საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ ამოვიღეთ და დავწერეთ: თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა და ის მოგზაურობდა ბოლო 2 კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას.

 


ეს რომ არ გაგვეკეთებინა დღეს არსებული 43 პაციენტიდან დაახლოებით 26 პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38-ი და მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმოს მითითებებს ასრულებდა. ერთ-ერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner