logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვაკონტროლებთ მარაგებს და ფასებს, ბაზარზე წყვეტა არ იქნება.
- +

29 მარტი. 2020. 02:55

 

 

“მთავრობამ მართა პროცესი რომ არ იყო შეფერხება სურსათით მომარაგებაში. მაგრამ იყო რიგები და პანიკური მოთხოვნა. მოსახლეობამ დაინახა, რომ ჩვენი განცხადებები იყო ახლოს რეალობასთან და ახლა სავაჭრო ქსელებში რიგები აღარ არის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მთავარია დისციპლინა. რომ სავაჭრო ქსელებში იყო სიმშვიდე. „პირველადი საჭიროების ყველა პროდუქტი ცილოვანი, ბურღულეული და ხორცპროდუქტების მარაგი არის. ჩვენ ვაკონტროლებთ მარაგებს და ბაზარზე წყვეტა არ იქნება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

 

 

დავითაშვილის განცხადებით, მათ დანერგეს მექანიზმი, და 15 მარტიდან შემოტანილ პროდუქტზე ახალი რეჟიმი იმოქმედებს.

 

 

„რაც შეეხება ფასებს, ჩვენ შევქმენით მექანიზმი, ჩვენ ველოდით კურსის მერყეობას და ვიცოდით, რომ პანიკურად აისახებოდა ფასზე. და იმ პროდუქტებზე რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს იმპორტიორებისთვის კურსის სხვაობა 10 მარტის ნიშნულზე დავაფიქსირეთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

 

 

მისი თქმით ბიზნესს მოეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა და კომპანიების ნაწილის ქმედება ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში იყო მიუღებელი.

 

 

„ვახორციელებთ მონიტორინგს, რომ ფასების სპეკულაციაზე გვქონდეს რეაგირება. რეგიონებში იყო ფასების სპეკულაციური ზრდა. ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის რთული მდგომარეობა შევამსუბუქოთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner