logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე
- +

15 ივნისი. 2016. 13:55


„უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე; ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრმა გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები გააცნო. მისი თქმით, დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია.

 

„წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ამჟამად, ჩვენ ვკონცენტრირდებით დეპოლიტირებული პოლიციისა და დამოუკიდებელი პროკურატურის შენებაზე. ასევე, მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. „Freedom House"-ს მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს - ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. 2012 წლის შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები, როგორც ადგილობრივ, ისე საპრეზიდენტო დონეზე. მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანია", - აღნიშნა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნები უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნისთვის, რომელსაც სურს განავითაროს ვაჭრობა და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner