logo_geo
eng_logo
მანუჩარ მაჩაიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა
- +

15 ივნისი. 2016. 13:55


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე მანუჩარ მაჩაიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.


მაჩაიძის თქმით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დატოვების შემდეგ ის წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.


მანუჩარ მაჩაიძემ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად „პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელობასთან საარჩევნო სიებთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.


„პარტიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიაში „რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლის ნიკოლოზ რამიშვილის ყოფნა ჩემთვის მიუღებელია. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, რასაც მე  არ დავეთანხმე.  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დატოვების მიზეზი სწორედ ეს  გახდა", - განაცხადა დეპუტატმა.


მისივე თქმით, ნიკოლოზ რამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" და ვანო მერაბიშვილის მეგობარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner