საჩხერის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დახვნა აქტიურ ფაზაშია. გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს მეტი, 2000 ჰექტარი, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დამუშავდება. უკვე დათესილია საშემოდგომო ხორბალი 14,5 ჰექტარზე.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
საჩხერის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დასრულდა ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. სარწყავი არხის სიგრძე 2,5 კმ-ია და გათვლილია 60 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვაზე. აღნიშნული სარწყავი სისტემა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსავლიანობის გაზრდას.