logo_geo
eng_logo
საჩხერის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
- +

30 მარტი. 2020. 13:12

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დახვნა აქტიურ ფაზაშია.  გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს მეტი, 2000 ჰექტარი,  სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დამუშავდება. უკვე დათესილია საშემოდგომო ხორბალი 14,5 ჰექტარზე.

 

იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში გასულ წელს დასრულდა ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. სარწყავი არხის სიგრძე 2,5 კმ-ია და გათვლილია 60 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვაზე.  აღნიშნული სარწყავი სისტემა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსავლიანობის გაზრდას.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner