logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გვარამ, შე ჩუტრუკო...
- +

30 მარტი. 2020. 14:05

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მიმართავს.

 

 

„ღია წერილი ჩუტრუკ გვარამიას.

 

გვარამ, შე ჩუტრუკო, ვირუსოლოგი კლასელი მიგიყვანია ნეხვით სავსე ბოსელში, რომელსაც დაუდგენია, შეიძლება ჩვენთან ინფიცირებული მეტი იყოს, ვიდრე რეალურად ვხედავთო.

 

მერე ცხრილიც მიგიყოლებია, საქართველოში დაავადებული მეტია, ვიდრე გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიო, ხელისუფლება მონაცემებს მალავსო.

 

გვარამ, შე ჩუტრუკო, ახლა 100 ინფიცირებული გვეყოლება, 200 თუ 300, დამალვას რა აზრი აქვს, რას ბოდიალობ და ხიმანდრობ?!

 

სხვათა შორის, მეც მყავს კლასელი... მთლად ვირუსოლოგი არ არი, მაგრამ ვიროლოგიაში ერკვევა მაგრად. ჰოდა, მაგ ვიროლოგმა შემატყობინა, რომ შენ ხარ ჩუტრუკი!

 

იცი, რა არი ჩუტრუკი? ვირის შვილია 6 თვემდე, შემდეგ მოდის მუტრუკი (6 თვიდან 1 წლამდე).

 

შენ ხარ გამოქლიავებული ჩუტრუკი-მეთქი, თანაც საზოგადოებისგან დისტანცირებული. წერტილი! - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner