ერთ საათში ბერლინში საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრა დაიწყება. მანამდე კი საქართველოს პრემიერმა ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ახლა საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.